სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დარეგულირების შანსები, თუმცა რუსეთმა ორ ქვეყანას შორის ძალიან ნეგატიური როლი შეასრულა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დარეგულირების შანსები, თუმცა რუსეთმა ორ ქვეყანას შორის ძალიან ნეგატიური როლი შეასრულა.

მისი თქმით, ბოლო მოვლენებმა შეცვალა სომხეთის მოსახლეობის დამოკიდებულება და აზრი, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტეთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას, რადგან გვინდა, რომ ეს იყოს იქ მცხოვრები მოსახლეობის და არა გამოყენებული ძალის ნება. ვფიქრობ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი დარეგულირების შანსები იყო. სამწუხაროდ, რუსეთმა ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან ნეგატიური როლი შეასრულა, რათა არ დაეშვა ამ საკითხის შეთანხმებული მოგვარება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში

მსგავსი თემები