,,ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც”- გახარია ნანა ჯანელიძის ფილმზე

პარტია ”საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნანა ჯანელიძის ფილმ იარე ლიზას მხარდაჭერაში მცირედი წვლილი მიუძღვის. მისი თქმით, ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც.

,,მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც. რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და წარსულისა, ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს”, – განაცხადა მან ვიდეომიმართვის დროს.

,,ეს არის კონფლიქტის გაღვივება”- დაპირისპირება კინოთეატრ ამირანში

მსგავსი თემები