მოსკოვი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა, საკუთარი პირობით

მოსკოვი – კიევი; კიევი – მოსკოვი – როგორც რუსული მხარე აცხადებს, ამჯერადაც მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუმცა, საკუთარი პირობები გააჩნია. რუსული მხარე ამჯერადაც ხელს უკრაინისკენ იწვდის და ამბობს, რომ მას კომფლიქტის დასრულება არ სურს.

როგორც რუსი დიპლომატი, საგარე მინისტრი სერგეი ლავროვი განმარტავს, მოლაპარაკების მაგიდასთან მთავარია, რომ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები იყოს დაცული.

„მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. მოლაპარაკება უნდა შედგეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით.  ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული“ – აღნიშნა ლავროვმა და დასძინა, რომ  მოლაპარაკებისთვის აუცილებელია, უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვთან დიალოგის აკრძალვა გააუქმოს.

მისივე თქმით, რაც უფრო დიდხანს გაჭიმავს კიევი მოლაპარაკებების დაწყებას, უფრო გართულდება დიალოგი.

მსგავსი თემები