,,ოფიციალურად  არ ვარ უფლებამოსილი, ეს ვიზიტი შემესრულებინა, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა”- პრეზიდენტი

ოფიციალურად მე არ ვარ უფლებამოსილი, ეს ვიზიტი შემესრულებინა, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტი კითხვა დაუსვეს, იყო თუ არა მისი ვიზიტი მთავრობასთან შეთანხმებული.

„თქვენ ალბათ იცოდით, რომ – არა, ეს ვიზიტი არ იყო საქართველოს მთავრობის მიერ დადასტურებული ჩემი გაგების მიღმა არსებული მიზეზებით. ვფიქრობ, ახლა ყველამ, პარლამენტმა, მთავრობამ, პრეზიდენტმა, უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია მოითხოვს, რათა დავარწმუნოთ პარტნიორები, რომ აუცილებელია, კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წელს მივიღოთ. ვცდილობ, ეს ყველაფერი გავაკეთო. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, თუმცა ოფიციალურად მე არ ვარ უფლებამოსილი, ეს ვიზიტი შემესრულებინა, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხალხმა მომანიჭა მანდატი და შესაბამისად ვმოქმედებ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

,,ოფიციალურად  არ ვარ უფლებამოსილი, ეს ვიზიტი შემესრულებინა, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა”- პრეზიდენტი

მსგავსი თემები