,,ჩემს თეას დაუწერია, ნანა ჯანელიძემ ფილმის დაფინანსება ჩაწყობით მოიპოვაო”- გიორგი გახარია

“მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში,” – ამის შესახებ პარტია ”საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს.

მისი თქმით, ნანა ჯანელიძის ფილმ იარე ლიზას მხარდაჭერაში მცირედი წვლილი მიუძღვის. მისი თქმით, ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც

,,სააკაშვილს და წულუკიანს თურმე ერთნაირად, ისე, რომ არ უნახავთ, არ მოწონებიათ ჯანელიძის ახალი ფილმი აფხაზეთის ომზე. იმ არანორმალურზე საუბარს აზრი არ აქვს, ჩემს თეას კი გუშინ დაუწერია, ნანა ჯანელიძემ ფილმის დაფინანსება ჩაწყობით მოიპოვაო. თეა ძვირფასო, თქვენ, შენ, ის ბრძენი კაცი, ისეთი ტემპით მიექანებით ჩრდილოეთისკენ, რომ მალე ჩვენ – ქართველებს და აფხაზებს – ჩვენი კულტურის, იდენტობის, ხშირად რთული, მაგრამ ერთობლივი ისტორიის და წარსულის დაცვა მოგვიწევს ერთად და მხარდამხარ. შემდეგ მოგვიწევს ერთად რუსული კი არა, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. კითხვა ის არის, თქვენ სად იქნებით, ჩვენს – ქართველების და აფხაზების გვერდით თუ რუსებთან. მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც, რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და წარსულისა, ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს”, – განაცხადა გახარიამ.

 

,,ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც”- გახარია ნანა ჯანელიძის ფილმზე

მსგავსი თემები