„ვანგერის“ ჯგუფის დაქირავებულმა ჯარისკაცებმა უკრაინაში განლაგება დაიწყეს – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ვანგერის“ ჯგუფის დაქირავებულმა ჯარისკაცებმა უკრაინაში განლაგება დაიწყეს.

როგორც დაზვერვის განცხადებაში ნათქვამი, „ვაგნერის“ ჯარისკაცები ბრუნდებიან როგორც ინდივიდუალურად, ისე მცირე ჯგუფებში, რომლებიც იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა პრორუსული შენაერთების მხარეს.

„გადანაწილებული პერსონალის ზუსტი სტატუსი გაურკვეველია, მაგრამ, სავარაუდოა, რომ პირები გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ძალების ნაწილებში“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

ბრიტანეთის დაზვევრვისცნობით, ” ვაგნერელები“ კონცენტრირებულნი არიან დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში.

მსგავსი თემები