ძლიერი წვიმის გამო, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ძლიერი წვიმის გამო, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა გზები და შეფერხდა მოძრაობა მეტროში.

,,ეს საფრთხის შემცველი მდგომარეობაა და ის არ დასრულებულა”, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა.

მსგავსი თემები