3 ოქტომბრიდან ნორვეგია რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

3 ოქტომბრიდან ნორვეგია რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს.

,,ნორვეგია მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რეაგირებს იმ სასტიკ ომზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ეფექტიანი იყოს, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აღვკვეთოთ, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ომის დაფინანსებისთვის სჭირდება”, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა.

შეზღუდვა 10, ან ნაკლები დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. აკრძალვა ამოქმედდა ფინეთშიც.

ევროპული ქვეყნები მსგავს გადაწყვეტილებებს ევროკომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ იღებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვება. ევროკომისიამ რეკომენდაცია 8 სექტემბერს გამოსცა.

მსგავსი თემები