უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ,,არჩევნებისთვის”, ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის ოლქებში ჩატარებული ე.წ. არჩევნების გამო, ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.

სანქცირებულთა სიაშია 11 პირი. სანქციები დაუწესდა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც.

სანქციები მოიცავს გადაადგილებისა და ფინანსებზე წვდომის შეზღუდვას, სანქციებს დაქვემდებარებული პირებისთვის.

,,რუსეთის ყალბი არჩევნები არის უშედეგო მცდელობა, რომ ლეგიტიმაცია მოახდინოს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო კონტროლზე. სხვის ქვეყანაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია”, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

მსგავსი თემები