ისტორიაში პირველად, ესპანეთის პარლამენტის წევრი დაუნის სინდრომის მქონე ქალი გახდა

ისტორიაში პირველად, 45 წლის მარ გალსერანი დაუნის სინდრომის მქონე პირველი ქალია, რომელმაც ესპანეთის პარლამენტში დეპუტატის თანამდებობა დაიკავა.
მარ გალსერანი 18 წლის ასაკიდან კონსერვატიული სახალხო პარტიის წევრია.
მისი თქმით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს საზოგადოების ცხოვრებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ, თუმცა ეს გზა გრძელი და რთულია.

მსგავსი თემები