გამწვანება, ჟანგბადი, სუფთა გარემო, მაქსიმალური სიმწვანე, ფლორა და ფაუნა, ჩინეთში პოლიტიკის დონეზეა აყვანილი. ეს თითქმის ყველგან იგრძნობა – ქალაქში, პარკში, გარეუბანში თუ ქუჩაში.
უზარმაზარ სკვერში ერთი ყვავილიც რომ დაჭკნეს ან გახმეს, ოპერატიულად ახლით ანაცვლებენ. თესავენ, რგავენ, რწყავენ, უფრთხილდებიან, დაფუსფუსებენ და ამიტომაც არის ეს ქვეყანა ამ მხრივაც უნიკალური.