თურქეთში „კანონიერი ქურდების“ ძმისშვილი დაჭრეს – დაშავდა საქართველოს მოქალაქეც

თურქეთში „კანონიერი ქურდების“ ნამიქ და გული სალიფოვების ძმისშვილი მაგომედ ყურბანოვი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით 22:30 საათზე, ბეილიქდუზუ კავაკლის რაიონში მოხდა.

უცნობმა პირებმა თეთრი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.  ავტომობილი შუა გზაზე მდებარე საგზაო ნიშნის ბლოკს შეეჯახა და გაჩერდა. ავტომობილს 19 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში  საქართველოს მოქალაქე ისრაფილ ორუჯოვიც იმყოფებოდა, რომელიც დაშავებულია.

ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან თავიანთი მანქანებით გაიქცნენ და გაუჩინარდნენ.

მსგავსი თემები