ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის – სომხური მედია

სომხური მედიის ინფორმაციით, ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.

მედია ყარაბაღში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქის გარეუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ადგილობრივი დროით 11:37 საათზე დაიწყო.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით,  ქალაქის გარეუბანში საარტილერიო ჭურვები აფეთქდა. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი თემები