თავდასხმა ხერსონზე – არის მსხვერპლი

21 სექტემბერს დილით, რუსებმა მეორე იერიში მიიტანეს ხერსონის საცხოვრებელ უბნებზე. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე შეტევას მსხვერპლი მოჰყვა.

თავდასხმის შედეგად,  81 წლის ქალიდაიღუპა, რომელიც შემთხვევის დროს ბინაში იმყოფებოდა.

ამასთან, ღამით, რუსეთის მიერ ჰოსტელზე თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დაშავდა 4 ადამიანი, მათგან სამი კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები