,,შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას?”- შარლ მიშელი გაერო-ს უშიშროების საბჭოში

შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? – ამ კითხვით გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართული დებატების დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დამსწრეებს მიმართა.

მან უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანაზე ისაუბრა და აღნისნა, რომ ეს სინამდვილეში  ბავშვების დეპორტაციაა.

,,გეკითხებით ყველას, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებს: შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? შვილების დაცვით უკრაინელები იცავენ ყველაზე ძვირფასს: ოჯახებს, მომავალს, თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროკავშირი, მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რათა დავიცვათ თავი. მანამ, სანამ უდანაშაულოებს თავს დაესხმებიან, ჩვენ დავეხმარებით მათ თავის დაცვაში და ჩვენ მათ გვერდით დავრჩებით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა მიშელმა.

მსგავსი თემები