,,სომხეთს დამოუკიდებლობისთვის სჭირდება, რომ კონფლიქტისგან თავისუფალი იყოს”- ფაშინიანი

სომხეთს დამოუკიდებლობისთვის სჭირდება, რომ კონფლიქტისგან თავისუფალი იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობა უნდა იყოს დაფასებული და მშვიდობა არ უნდა აგვერიოს ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში.

„ბევრს მიაჩნია, რომ ამ დაძაბულ რეგიონულ გარემოში, დროდადრო სამხედრო კონფლიქტების ფონზე, მშვიდობაზე საუბარი არ არის ადეკვატური, მაგრამ განსაკუთრებით ამ პირობებში, მშვიდობა უნდა იყოს დაფასებული და მშვიდობა არ უნდა აგვერიოს ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში. მშვიდობა არის გარემო, რომელიც თავისუფალია კონფლიქტებისგან, სახელმწიფოთაშორისი, ეთნიკური კონფლიქტებისგან. ეს გზა ადვილი არ არის, გადის გარე და შიდა შოკებში და ეს გზა უნდა გავიაროთ დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის, მომავლისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მსგავსი თემები