ხმაური პარლამენტში – მანდატურის სამსახურმა ხათუნა სამნიძეს სხდომა დაატოვებინა

ხმაური საქართველოს პარლამენტში –  პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. სიტყვიერი დაპირისპირება იყო ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძესა და  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის.

მანდატურის სამსახურმა ხათუნა სამნიძეს სხდომა დაატოვებინა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე კითხვას ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის საკითხზე სვამდნენ.

მათ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიკროფონი გაუთიშა და მოუწოდა, კითხვები განსახილველ საკითხზე დასვან.

 

მსგავსი თემები