,,ეროვნული ბანკი გასუფთავდა”- ირაკლი კობახიძე

ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა საბოლოო ჯამში ამ ყველფრით საკუთარი თავი დაისაჯეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკი გასუფთავდა.

„ოპოზიციამ გუშინ არაფრიდან ჭიქაში ქარიშხალი შექმნა. საბოლოო ჯამში რა შედეგი მივიღეთ, პრაქტიკულად 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან ეს სანქციები, არავითარი პრობლემა არაფერს არ ექმნება, არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს, დამთავრდა, ამოიწურა ეს საკითხი, ასე დაჯდა ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია, არის ასეთი გამოთქმა, ამ შემთხვევაში ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა საბოლოო ჯამში საკუთარი თავი დაისაჯა ამ ყველფრით“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები