,,მოსახლეობა ხედავს, როგორ მოქმედებს პრეზიდენტი კონსტიტუციასთან და დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით”- კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნაცვლად იმისა, ქვეყნის კონსტიტუციას იცავდეს, პატივს არ სცემს კანონს. ამის შესახებ მან მედიასთან ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადება, რომ ის უკან გაიწვევს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატებს, სანამ ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე.

„ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას იცავს, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს. რა თქმა
უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა. არ ვიცი რა ჰქვია ამას. რაც გინდათ, ის დაარქვით. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან და დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით. ეს არის
სამწუხარო რეალობა. თუმცა, ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენს
ქვეყანას სჭირდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები