,,აბრეშუმის გზა“ ციფრული ხიდი – 2023 წლის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი პეკინში (ვიდეო)

პეკინში „სარტყლისა და გზის“ პროექტის ფარგლებში მე-3 მაღალი დონის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი იმართება. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას ახალი პლატფორმა საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, ასევე, ახალი იმპულსი მისცეს მონაწილე ქვეყნების განვითარებასა და გლობალურ ეკონომიკურ ზრდას.

წლევანდელი ფორუმი მთლიანად სოფლის მეურნეობის სექტორს ეხება და როგორც ყველა მაღალი დონის სტუმარი, რომელიც ფორუმს ესწრება, აღნიშნავს, მომავალი, გადარჩენა და ახალი საუკუნე სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაშია.

უფრო მეტიც, აქ არიან ყველაზე მსხვილი სოფლის მეურნეობის ბანკების პრეზიდენტები რომელებიც იმ ინვესტიციებზე საუბრობენ, რომლებიც დაბანდებულია აღნიშნული მიმართულებით.

ფორუმს ესწრება ადგილობრივი მთავრობა, ელჩები, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკის პრეზიდენტი, სხვა ბანკების წარმოადგენლები, რომლებიც სწორედ სოფლის მეურნეობაზე არიან ორიენტირებულები.

ფორუმი „ქამარი და გზის“ მეათე წლისთავისა ეძღვნება და ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ყველა მხარისთვის, რათა განიხილონ თანამშრომლობა ერთობლივი მშენებლობის სფეროში.

განიხილავენ ექსპორტ-იმპორტის საკითხებს, ქყვეყნები ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას ვის რა ჭარბი მოსავალი აქვს, რომლის გატანაც ექსპორტზე შეიძლება.

ამ ეტაპამდე, ინიციატივის ფარგლებში განახორციელა 3000-ზე მეტი ერთობლივი პროექტი და მოზიდულია ინვესტიციები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარია. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვენ ბინმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თუ 2030 წლისთვის სარტყლისა და გზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დასრულდება, შემოსავალი 0,7-დან 2,9 პროცენტამდე გაიზრდება, რითაც 7,6 მილიონი ადამიანი უკიდურესი სიღარიბისგან გათავისუფლდება.

გრძელდება თანამშრომლობა ციფრული ეკონომიკის მიმართულებით და აბრეშუმის გზა ხდება ციფრული ხიდი, რომელიც ხელს უწყობს ახალი ტიპის გლობალიზაციას.

ეკა გულუა პეკინიდან

მსგავსი თემები