რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა

რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით მთავრობამ შემოიღო დროებითი შეზღუდვა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვე, საწვავის ფასი რუსეთში რეკორდულად მაღალ დონეზე იყო.

მსგავსი თემები