უკრაინის ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსულ სამხედრო ბაზაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს – მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული სამხედრო აეროდრომის, „საკის“ წინააღმდეგ უკრაინელებმა უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია 30 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყირიმში აფეთქებები ყოველდღე უფრო და უფრო ხშირად მოხდება და ოკუპანტები ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

მსგავსი თემები