,,სანამ არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის  ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია კანდიდატების წარმოდგენა”- მსხილაძე

,,სანამ არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია კანდიდატების წარმოდგენა”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მანამ, ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი სიტუაცია არ გაირკვევა.

,,ბოლო 2 დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი, ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს, თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, ამ ვითარებაში წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატები, შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილი. აღნიშნულ ვითარებაში, სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, ჩვენ უარს ვაცხადებთ კანდიდატურების წარმოდგენაზე,”- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

 

მსგავსი თემები