ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსული ეკლესიის არქიმანდრიტი ქვეყნიდან გააძევა

ბულგარეთის ხელისუფლებამ სოფიაში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი ვასიანი ქვეყნიდან გააძევა.

როგორც ბულგარეთში რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა ამბობს, ,,დღეს რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის მღვდელთმსახურები მიგრაციის სამსახურში გამოიძახეს, სადაც უთხრეს, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ბულგარეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და დაუყონებლივ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა”.

არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ისინი სახლში პირადი ნივთების შესაგლოვებლად მიაცილეს, შემდეგ ეკლესიაში მიიყვანეს და ბოლოს სერბეთის საზღვართან დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოხდა, რამაც რუსი დიპლომატი განსაკუთრებით აღაშფოთა.

მსგავსი თემები