ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გაიტაცეს და სცემეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, 65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელიც რამდენიმე პირმა გაიტაცა და გარდაბნის ტყეში აწამა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა.

ოთარ გელაშვილს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მწყემსმა იპოვა.

ოთარ გელაშვილი კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მსგავსი თემები