ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები პრეზიდენტთან დაიბარეს და სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით – კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები პრეზიდენტთან დაიბარეს და მოსთხოვეს კანდიდატურაზე უარი ეთქვათ.

მისი თქმით, ერთ-ერთმა კანდიდატმა მოყვა აღნიშნული ისტორია, რაზეც მას ინფორმაცია მიაწოდეს.

,,კიდევ ერთხელ მოხდა ამ ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ ამ კანდიდატებს და მოსთხოვეს, ჩარევაზე ჰქონდა საუბარი სალომე ზურაბიშვილის, ჩემი ინფორმაციით, გუშინ დაიბარეს ეს კანდიდატები, პრეზიდენტთან დაიბარეს და მათ სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ამაზე მეტი ზეწოლა რა შეიძლება იყოს, ეს არის სწორედ უღირსი საქციელი. ერთ-ერთის მონაყოლი ამბავია, მე პირდაპირ არ მაქვს მიღებული ეს ინფორმაცია, მაგრამ ერთ-ერთ კანდიდატს აქვს მონაყოლი, ორიდან ერთს აქვს მონაყოლი ეს ისტორია და ამასთან დაკავშირებით მე მომაწოდეს ინფორმაცია”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები