ზელენსკი სექტემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

,,უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ თვეში ნიუ-იორკში ჩავა, გაეროს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება და უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს”, – განაცხადა ალბანეთის ელჩმა გაეროში, ფერიტ ჰოჯამ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 19-25 სექტემბრის ჩათვლით ნიუ-იორკში გაიმართება. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სხდომა 20 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული.

მსგავსი თემები