რუსეთს უკრაინის სამხედრო გზით დამარცხების შანსი არ აქვს – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის სამხედრო გზით დამარცხების შანსი არ აქვს.

მისი თქმით, რუსეთი ახლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და ერთადერთი მიზანი აქვს – უკრაინის შიდა დესტაბილიზაცია.

,,დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ ერთი, რუსეთს არ აქვს შანსი, სამხედრო გზით დაგვამარცხოს. მეორეც, გამარჯვება ჩვენი იქნება. მესამე, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მთელ ტერიტორიას. ერთადერთი საკითხი დროა”, – განაცხადა დანილოვმა

მსგავსი თემები