უკრაინაში ოლიგარქი იგორ კალამოისკი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ და გენერალურმა პროკურატურამ ოლიგარქ იგორ კალამოისკის ბრალი წარუდგინეს და დღეს საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.

კალამოისკის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე და 209 -ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება, რაც თაღლითობას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას (გათეთრებას) გულისხმობს.

გამოძიების თანახმად, კალამოისკიმ 2013-2020 წლებში მილიარდ ხუთასი მილიონი გრივნა გაათეთრა და უკრაინის საზღვრებს გარეთ გაიტანა.

მსგავსი თემები