სკანდალის შემდეგ, ნობელის ფონდმა რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მიწვევა გააუქმა

ნობელის ფონდმა რუსეთის, ბელარუსის და ირანის ელჩებს მიწვევა სტოკჰოლმში, ნობელის პრემიის ცერემონიალზე, გააუქმა.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდის გადაწყვეტილებამ ცერემონიაზე მიიწვიოს ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთა დიპლომატიური მისიები წარმოდგენილია შვედეთსა და ნორვეგიაში, გამოიწვია საზოგადოების მწვავე რეაქცია.

ფონდი გააკრიტიკეს უკრაინაში, ხოლო შვედეთის სამი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ ცერემონიალს, თუ რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მიწვევა არ გაუქმდებოდა.

მოსაწვევების გაუქმების შესახებ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, შვედეთის სამეფო ოჯახმა თქვა, რომ მეფე ჯერ კიდევ ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო მისთვის ღონისძიებაზე ყოფნა ასეთ სტუმრებთან და თავად მოწვევას გასაკვირი უწოდეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ სამი ქვეყნის ელჩების მოწვევის გაუქმების გადაწყვეტილებას ჰუმანიზმის გამარჯვება უწოდა.

მსგავსი თემები