9 სექტემბერს ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღაო წვრთნები დაიწყება

9 სექტემბერს ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღაო წვრთნები დაიწყება, რომლის მიზანიც რუსეთის თავდასხმის მოგერიებისთვის შესაბამისი მომზადებაა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დაგეგმილ სამხედრო წვრთნაში 30 გემი და დასავლეთის ქვეყნებიდან 3 ათასზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, NATO-ს ბალტიის ზღვის ნაპირზე მყოფი ქვეყნები და შვედეთი, რომელიც სამხედრო ალიანსის წევრი მალე გახდება.

ვიცეადმირალ იან კრისტიან კააკის თქმით, აღნიშნული წვრთნები რუსეთისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნას ემსახურება.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს საზღვაო ძალები წვრთნებისთვის გაგზავნის თავის Mesa Verde-ს – 200 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდს, რომელიც განკუთვნილია თავდასხმისა და 800 საზღვაო ქვეითის გადასაყვანად.

არსებული ინფორმაციით, ეს ამ მასშტაბის პირველი წვრთნა იქნება, რომელსაც გერმანული ფლოტი უხელმძღვანელებს.

მსგავსი თემები