სანქტ-პეტერბურგში პროდუქტების შემნახველი საწყობი იწვის

სანქტ-პეტერბურგში, კოლპინსკის რაიონის სოფელ მეტალოსტროიში, პროდუქტების შემნახველი საწყობი-მაცივარი იწვის.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი 1 400 კვადრატულ მეტრ ფართზეა გავრცელებული. მის ჩაქრობაში 80-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.

დაშვებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი თემები