სააკაშვილის გათავისუფლების საკითხით ვაჭრობა თუ დაიწყება, აბსოლუტურად გააშიშვლებს იმ ამბავს, რომ  პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაცმოძრაობის“ შანტაჟს – მდინარაძე

ეს აბსოლუტურად გააშიშვლებს იმ ამბავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაცმოძრაობის“ შანტაჟს და რაღაც მოქმედება განახორციელა, არ მგონია, ამ გზით, თვითდაზიანების რეჟიმზე იყოს წამსვლელი პრეზიდენტი, თუმცა გამორიცხული არაფერია, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხით ევაჭროს სალომე ზურაბიშვილს.

მისი თქმით, ”ერთი მესიჯბოქსი აქვს პრეზიდენტს და რადიკალურ ოპოზიციას”.

„თუ არ ვცდები, გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა დღეს ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ამით ევაჭრება პრეზიდენტს, თუ ეს მართალია და გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, ესე იგი რაღაც წყაროზე დაყრდნობით იყო ეს ყველაფერი და როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არსებობს. „ნაცმოძრაობას“ არ აწყობს შეიძლება, რომ ასე ღიად უთხრას პრეზიდენტს, შეიწყალე, თორემ შეიძლება იმპიჩმენტს მხარი დავუჭიროთ, როგორც ჩანს, გვერდითი გზებით სცადეს. თუმცა მე არ მგონია, რომ ასეთ ღია შანტაჟს დაექვემდებაროს ვინმე. იმიჯურად და რეპუტაციულად ისედაც ასე ძლიერად დაზიანებული ადამიანი იმაზე წავიდეს, რომ აბსოლუტური პოლიტიკური ლიკვიდაცია გააკეთოს თავისი პერსონის, არ მგონია. არ ვფიქრობ, ამ შანტაჟმა შედეგი გამოიღოს. გამორიცხვით ვერაფერს გამორიცხავ, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი მესიჯბოქსი აქვს პრეზიდენტს და რადიკალურ ოპოზიციას, ნაცკლასტერს, როგორც ჩანს, საერთო დავალების მიმცემები ჰყავთ და ერთი მესიჯ ბოქსით საუბრობენ, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები