ჰონგ კონგსა და ჩინეთის პროვინციას ტაიფუნი დაატყდა თავს – ევაკუირებულია 800 000 ადამიანი

ჰონგ კონგსა და ჩინეთის პროვინცია გუანდუნს, თავს ტაიფუნი ,,საოლა” დაატყდა.

უცხოური მედიის ცნობით, სტიქიას, სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა. ევაკუირებულია 800 000 ადამიანი.

ტაიფუნს თან ძლიერი ქარი და უხვი ნალექი ახლავს, რამაც ზოგიერთ რეგიონებში წყალდიდობა გამოიწვია. წაქცეულმა ხეებმა საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეაფერხა. გაუქმებულია ასობით ავიარეისი, არ მუშაობს მაღაზიები.

ამჟამად, ტაიფუნი ტაივანისკენ გადაადგილდება, თუმცა მისი სიმძლავრე იკლებს. ტაივანის აეროპორტებში ფრენები უკვე გააუქმეს, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი თემები