პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ახალ ხელმძღვანელად სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელევიზიების ექსპერტი, ანდრია გვიდიანი დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ სათანადო მხარდაჭერა და დახმარება, რომ ფინანსურ-საბიუჯეტო პროცესებში მაქსიმალურად გაერკვიონ და განხორციელდეს ყველაფრის ანალიზი. საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური საქმიანობა მნიშვნელოვანია და პოტენციალიც არის, რომ საბიუჯეტო ოფისი აქტიური იყოს პარლამენტის წევრებისთვის სერვისების შეთავაზების კუთხით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.