ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. ოფიციალური მინსკის მტკიცებით, პოლონური სამხედრო ვერტმფრენმა Mi-24 1,2 კმ სიღრმეზე ბელარუსის ტერიტორიაზე შეფრინდა, შემდეგ კი პოლონეთში დაბრუნდა. ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის განცხადებით, ფაქტი ბერესტოვიცკის რაიონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ვარშავა საზღვრის დარღვევის ბრალდებას უარყოფს.
„ეს არის ტყუილი და პროვოკაცია ბელარუსის მხრიდან. ნამდვილად არ ყოფილა ასეთი დარღვევა“, – განუცხადა AFP-ს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა იაცეკ გორიშევსკიმ.