დიახ, საქართველოც იქ არის, სადაც მთელი მსოფლიოა თავმოყრილი – ეკა გულუა პეკინიდან

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საერთაშორისო გამოფენა იმართება, სადაც მთელი მსოფლიოა წარმოდგენლი. ეს არის უზარმაზარი სივრცე, ჰექტრობით ტერიტორია, ძველი ქარხნის ფართობი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში გაცოცხლდა. აქ წარმოდგენილია ყველა ქვეყანა საკუთარი ბრენდებით, საკუთარი ნაწარმითა და იმით, რაც ყველაზე საამაყო აქვთ.

„მედიაცენტრ მთავარს“ შესაძლებლობა მიეცა და სწორედ იქ მოხვდა, სადაც მსოფლიო ბრენდები არიან წარმოდგენილები. უზარმაზარი ასობით პავილიონი, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს, თითქმის ყველა სფეროს მოიცავს – ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი, ღვინო, ტექნიკა, მანქანები, აპარატურა, მოკლედ, ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია.

ჩემთვის ვფიქრობდი, რა საამაყო იქნებოდა, რომ აქ, ამ სივრცეში, მსოფლიო ბრენდებთან ერთად ქართული დროშაც მენახა. ამ იმედით გადავდიოდი პავილიონიდან პავილიონში და ვეძებდი დროშას თეთრ და წითელ ფერებში. თითქმის 2 საათი ვიარე ფეხით…. დანარჩენი სიუჟეტში იხილეთ.

მსგავსი თემები