ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაახლოებით 264 060 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 2 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

მათივე ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 570 სამხედრო, 12 ტანკი და 30 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 264 060;

ტანკი – 4 471;

ჯავშანტექნიკა – 8 637;

საარტილერიო სისტემა – 5 560;

სარაკეტო სისტემა – 736;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 501;

თვითმფრინავები – 315;

ვერტმფრენი – 316;

ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 433;

საკრუიზო რაკეტები – 1 447;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 043;

გემი/ნავი/კატარღა – 18;

​სპეციალური აღჭურვილობა – 835.

მსგავსი თემები