,,როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნება” მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვება” – იუკნევიჩიენე

,,ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე გამოეხმაურა.

,,სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა, მიყვება შეხედულებას, რომ ისე უნდა გაუმკლავდეს განსხვავებულ აზრს და ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება მას, როგორც ამას პუტინი აკეთებს. მათ მოსწონთ პოლიტიკური ლანდშაპტიდან დაუყონებლივ ამოიღონ ყველა, როგორც კი შეძლებენ. იგივე გაუკეთეს სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დარჩეს მარტო, როგორც ეს პუტინმა გააკეთა რუსეთში.

სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება. საქართველოში პროცესი მიდის, როგორც დიდი გამარჯვება კრემლისთვის. პერიოდულად თვალს ვადევნებ კრემლის პროპაგანდას და ისინი ძალიან ბედნიერები არიან, როდესაც საქართველოს ამჟამინდელ ვითარებაზე საუბრობენ. მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქაართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვებიან”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი თემები