აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს

აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, აღნიშნული საბრძოლო მასალა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელსაც აშშ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოაცხადებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება $240-დან $375 მილიონამდე იქნება.

საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელსაც აშშ უკრაინას პირველად გადასცემს, Abrams-ის ტიპის ამერიკულ ტანკიდანაა შესაძლებელი და ისინი უკრაინას უახლოეს კვირებში უნდა მიეწოდოს.

მსგავსი თემები