,,ოპოზიციამ პირობა წაუყენა პრეზიდენტს”- გერმანული მედია

მმართველი პარტიის მიერ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსებას, გერმანული მედია ეხმაურება. როგორც მედია წერს, ოპოზიციამ პრეზიდენტს პირობა წაუყენა, თუ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტს არ შეუერთდებიან.

,,ოპოზიციამ, თავის მხრივ, პირობა წაუყენა პრეზიდენტს: თუ ის პატიმრობაში მყოფ და აშკარად მძიმედ დაავადებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტს არ შეუერთდებიან”,- წერს გერმანული მედია.

ნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ამასთან, პრეზიდენტს სხვა სამუშაო ვიზიტებზეც უარი ეთქვა.

გუშინ კი ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

 

მსგავსი თემები