ხულოში, სოფელ წაბლანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს რაიონ სოფელ წაბლანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ხის სახლი, რომელშიც სამსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, ეზოში მდებარე სხვა ნაგებობებთან ერთად, სრულად დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მსგავსი თემები