რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე საზღვაო უპილოტო აპარატებით სცადეს თავდასხმა.
მათივე ინფორმაციით, ღამის განმავლობაში განადგურებულია სამი უპილოტო კატერი. თავდასხმის გამო ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
აღნიშნულ განცხადებას უკრაინული მხარე ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.