შოვში, მეწყერში მოყოლილ 2 ადამიანის პოვნა ვერ ხერხდება

რაჭის ტრაგედიის ადგილას ორ ადამიანს ისევ ეძებენ. როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი ამბობს, მათი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მთლიანობაში, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 31 ცხედარი, ყველა მათგანი ამოცნობილია, გარდა ორისა.

„მდგომარეობა უცვლელია. ნაპოვნია 31 გარდაცვლილის ცხედარი, ორ გარდაცვლილზე მიმდინარეობს დნმ-ის კვლევა. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ადამიანების ძებნა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე იარსებებს სულ მცირე მოსაზრება იმისა, რომ შესაძლებელია ისინი ინახოს“, – აღნიშნა შერაზადიშვილმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები