,,რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს” – ბორელი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

,,უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 რაუნდი დაამტკიცა. ზოგი ირწმუნება, რომ სანქციები არ მუშაობს, ეს უბრალოდ სიმართლე არ არის. ერთ წელიწადში სანქციებმა მნიშვნელოვნად შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული თუ ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია. ომის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კურსი.

ჩვენი შემზღუდავი ნორმები, ტექნიკურად სწორი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით – ფოკუსირებულია საკვანძო სექტორებზე რუსეთის ეკონომიკაში, რომელიც მნიშვნელოვანია მოსკოვის ომისთვის. ამას გარდა, ევროკავშირმა ასევე დააწესა შეზღუდვები მოგზაურობაზე და 1 500-ზე მეტ ინდივიდსა და 250 საწარმოს აქციები გაყინა”, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები