ზალუჟნიმ NATO-ს მეთაურებთან საიდუმლო თათბირი გამართა

NATO-ს მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან საიდუმლო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შეხვედრა პოლონეთის საზღვარზე შედგა.

ზალუჟნის გარდა შეხვედრაში მონაწილეობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანი სამეთაურო შტაბი, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი კრისტოფერ კავოლი და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი ტონი რადაკინი.

შეხვედრა 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა და როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, მისი მიზანი იყო უკრაინის სამხედრო სტრატეგიის გადახედვა.

გამოცემა წერს, რომ შეხვედრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა უკრაინელი სამხედროები ძალისხმევის კონცენტრირებას ზაპოროჟიეს მიმართულებასა და აზოვის ზღვისკენ გასასვლელზე აკეთებენ.

მსგავსი თემები