ქუთაისში ერთ-ერთი მაღაზიის საწყობში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ ,,ჯიბეს” საწყობში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე იყო აფეთქების ხმაც.

არსებული ინფორმაციით, პერიმეტრზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

,,აფეთქების ხმა მოგვესმა, არ ვიცი რამდენად უკავშირდება ხანძარს. გარეთ, რომ გავიხედეთ, ძლიერი კვამლი იყო, როგორც ვხედავ ცეცხლი ,,ჯიბეს” საწყობშია”, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები