გარემოს ეროვნული სააგენტო შიომღვიმის მონასტერთან მთის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ მთის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პირველადი შეფასებით, შიო მღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში. ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები“, – აცხადებენ სააგენტოში.

მსგავსი თემები