რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობი დაიწვა

რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობი დაიწვა. დღის განმავლობაში, ხანძრის ადგილას ფეიერვერკები ფეთქდებოდა, რისი ხმაც მთელ ქალაქში ისმოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად შენობა ჩამოინგრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საწყობის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ავზებიც ინახებოდა.

„ხანძარს მეორე ხარისხის სირთულე მიენიჭა. დაზარებულებზე ინფორმაცია არ არის“, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები