ჟიტომირის ოლქში ორი უკრაინული თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

უკრაინაში, ჟიტომირის რეგიონის თავზე, წვრთნის დროს, ერთმანეთს უკრაინის ორი საბრძოლო თვითმფრინავი შეეჯახა. ინფორმაციას გამოძიების სახელმწიფო ბიურო ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად 3 პილოტი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, L-39-ის ტიპის ორი საჰაერო ხომალდი ერთმანეთს 25 აგვისტოს შეეჯახა. თვითმფრინავების ნამსხვრევები კერძო სახლების ეზოებში, ერთმანეთისგან 300-მდე მეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

გამოძიების სახელმწიფო ბიურომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, რომლითაც უნდა დადგინდეს რა მდგომარეობაში იყო თვითმფრინავები და იყო თუ არა დაცული ყველა წესი ფრენის შესრულებამდე.

აღნიშნულ ფაქტს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა.

“გუშინ ჟიტომირის რეგიონის ცაზე კატასტროფა მოხდა, სამი პილოტი დაიღუპა, მათ შორის იყო ანდრეი პილჩშიკოვი. ის იყო უკრაინელი ოფიცერი, ერთ-ერთი ვინც ძალიან დაეხმარა ჩვენს ქვეყანას. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს, ყველას, ვინც ბიჭებს იცნობდა. მომხდარზე გამოძიება გრძელდება, ჯერ ნაადრევია დეტალებზე საუბარი რა თქმა უნდა, ყველა გარემოება გაირკვევა. უკრაინა არასდროს დაივიწყებს მათ, ვინც იცავდა უკრაინის თავისუფალ ცას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები